ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დამოუკიდებელი ინსპექტორის შეხვედრა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების რეფორმის სამმართველოს ხელმძღვანელთან

29 მაისი 2018

2018 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,  ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების რეფორმის სამმართველოს ხელმძღვანელს  ლილიტ დანეგიან ბოსლერს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე. შეხვედრის შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დაიგეგმა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება.