პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 22 ივნისს ქ. ჭიათურაში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის N 3 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1996-1998 წლებში მუშაობდა ს.ს. "საფოსტო ბანკში" იურისტად.
1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების უფროსად.
2000 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის იანვრიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.