ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაიწყო რეგისტრაცია სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსზე!!!

16 ნოემბერი 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცხადებს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს.

მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე;

ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი ან ცნობა;

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;

ვ) ორი ფოტოსურათი 3X4;

ზ) ავტობიოგრაფია;

თ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-დან 17:30 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), მისამართი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 17:00-დან 18:30 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 227 31 00 (+) 111 ან 128

ან ნებისმიერ დროს ტელეფონზე: 227 31 09 (ავტომოპასუხეზე დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა, ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით)