ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაიწყო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე კანდიდატების საბუთების მიღება

23 დეკემბერი 2008
დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო და 2009 წლის 6 იანვრის ჩათვლით იწარმოებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება.

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
2 ფოტოსურათი;
ავტობიოგრაფია;
დიპლომი და ნიშნების ფურცელი (დედანი და ასლი);
პირადობის მოწმობა (დედნი და ასლი).

საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს იცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2009 წლის 17 იანვარს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2009 წლის 24 იანვარს. გამოცდა ჩატარდება საერთო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.