საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა 6 ახალი მოსამართლე: შაქრო აბუსერიძე, ბესარიონ ალავიძე, ლუიზა თოდუა, სერგო მეთოფიშვილი, ვახტანგ მრელაშვილი და გოჩა ჯეირანაშვილი. აღნიშნული პირებიდან 1 დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ბესარიონ ალავიძე), ხოლო 5 რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.
ამასთან, 2009 წლის 10 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა 3 მსმენელი: ბესიკ ბუგიანიშვილი, შალვა კაკაურიძე და თამარ ონიანი.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2009 წლის 16 მარტს დაიწყებს სასწავლო კურსს როგორც ახლადდანიშნული მოსამართლეებისათვის, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი მსმენელებისათვის.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2009 წლის 16 მარტს დაიწყებს სასწავლო კურსს როგორც ახლადდანიშნული მოსამართლეებისათვის, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი მსმენელებისათვის.