ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

25 იანვარი 2008
 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება 2008 წლის 12 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნოში იწარმოებს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2008 წლის 8 –დან 14 მარტამდე, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2008 წლის 15 მარტიდან 23 მარტამდე. გამოცდა ჩატარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით.