ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

20 ნოემბერი 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის 1/168 გადაწყვეტილების თანახმად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2015 წლის 21 ნოემბერს (რეგისტრაციის დასაწყისი 9:00 საათი), გამოცდის - მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2015 წლის 28 ნოემბერს.

გამოცდა ჩატარდება ელექტრონულად, საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია 154-მა კანდიდატმა გაიარა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მისამართი: კოსტავას გამზ. 68.