საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 14-დან 15 საათამდე).
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2012 წლის 28 აპრილს ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2012 წლის 5 მაისს.
გამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის და საერთო სპეციალიზაციით.
გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;
გ) ავტობიოგრაფია ან CV;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს
ტელ.: 227 31 00 + შიდა 111, 128 ან 130
ტელ./ფაქსი.: 227 31 09