საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 3 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 14 დან 15 საათამდე).
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2009 წლის 28 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) - 2009 წლის 5 დეკემბერს. გამოცდა ჩატარდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციით.