ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

20 მაისი 2010
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 28 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 10:00 საათიდან 18:00  საათამდე  (შესვენება 14 დან 15 საათამდე).

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის  ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2010 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2010  წლის  30 ოქტომბერსგამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის  და საერთო სპეციალიზაციით.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;

) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;

) ავტობიოგრაფია;

) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

 

გამოცდაზე გამსვლელთა საყურადღებოდ:
 
ტესტები და კაზუსები სს საპროცესო კანონმდებლობიდან შედგენილი იქნება გამოცდის ჩატარების დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად (გამოქვეყნებულია -'საკანონმდებლო მაცნე' I ნაწილი #31, 3 ნოემბერი, 2009 წ.   ამოქმედდება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

 

იხილეთ საგამოცდო პროგრამა  

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

მის.: თბილისი, ბოჭორმის . #12.

ტელ.: 27 31 00 + შიდა 111, 128 ან 130  ტელ./ფაქსი.: 27 31 09