საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2014 წლის 7 ივნისიდან 13 ივნისამდე, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2014 წლის 14 ივნისიდან 22 ივნისამდე.
გამოცდა ჩატარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.