ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

29 იანვარი 2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 29 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 14-დან 15 საათამდე).

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

 

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2013 წლის 23 თებერვალს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2013 წლის          2 მარტს.

გამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის და საერთო სპეციალიზაციით.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;

გ) ავტობიოგრაფია ან CV;

დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

ტელ.: 227 3100 + შიდა 111 ან 128