ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

02 აგვისტო 2011

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის  23 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 10:00 საათიდან 18:00  საათამდე  (შესვენება  14 დან  15 საათამდე).

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის  ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2011 წლის 17 სექტემბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2011  წლის  24 სექტემბერს.

გამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის  და საერთო სპეციალიზაციით.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;

) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;

) ავტობიოგრაფია;

) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

მის.: თბილისი, ბოჭორმის . #12.

ტელ.: 227 31 00 + შიდა 111, 128 ან 130  ტელ./ფაქსი.: 227 31 09