პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა თბილისის N 89 საშუალო სკოლა.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1994-1999 წლებში მუშაობდა სხდომის მდივანად თბილისის საქალაქო სასამართლოში.
1999-2007 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2007-2012 წლებში იყო გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.