პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 12 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1999 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 5 საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2003 წელს საქართველოს რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებისათვის საქართველოს პრეზიდენტისაგან მიღებული აქვს დიპლომი და ჯილდო.
2003-2004 წლებში გაიარა სამოქალაქო სამართლის კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.
2004 წელს გაიარა კორპორაციული ხელმძღვანელების მომზადების პროგრამა, კორპორაციული სამართალი.
2005 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით.
2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ქ. ბუდაპეშტში.
2006-2012 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში, არის სამართლის დოქტორი.
2007 წელს ელექტრონული საქმისწარმოების და სამართალწამოების პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით იყო საქართველოს დელეგაციის წევრი ქ. ათენში.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები ქ. სტრასბურგში.
2014 წელს გაირა სასწავლო კურსი - გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა ქ. ჰამბურგში.
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის იურისტი.
2005-2008 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2008-2009 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის თბილისის ქონების კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.
2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სამართლებრივი-საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელი.
2009-2011 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი.
2010 წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის და საქმიანობის პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით, იყო საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი ქ. ვარშავაში.
2010-2012 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კონსტიტუციონალიზმის ცენტრის დეპარტამენტის დირექტორი.
2011–2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი და მიწვეული ლექტორი.
2012 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ლექტორი.
2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასოცირებული პროფესორი.
2013-2015 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იურისტი.
2015 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
არის სხვადასხვა წიგნის, სტატიის, პუბლიკაციის ავტორი.