ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით სვანაძე

დავით სვანაძე

დავით სვანაძე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1960 წლის 23 ივლისს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში.

განათლება

1977 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიას საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

1978-1982 წლებში მუშაობდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში მილიციელად.

1986-1988 წლებში მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლად.

1988-1993 წლებში მუშაობდა წყალტუბოს შსს საქალაქო განყოფილების მოკვლევის სამსახურის უფროსი ინსპექტორის და საგამოძიებო ქ/განყოფილების გამომძიებლის თანამდებობებზე.

1994 წელს მუშაობდა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

1994-1995 წლებში მუშაობდა სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს ქუთაისის განყოფილების უფროსად.

1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, უფროსის მოადგილის და უფროსი გამომძიებლის თანამდებობებზე.

2000-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2012 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2007 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2012-2021 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2021 წლის ივნისიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში.