ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით მგელიაშვილი

დავით მგელიაშვილი

დავით მგელიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 13 აპრილს დაბა თიანეთში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა თიანეთის სკოლა-ინტერნატი.

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი - წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით.

1998 წელს დაამთავრა თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი საგზაო პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმინაობის სპეციალობით.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1996-1999 წლებში მუშაობდა თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ეკონომისტად.

1999-2001 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს წამყვან სპეციალისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2002-2006 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2008-2010 წლებში მივლიების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2010 -2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2023 წლის აპრილიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და  წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.