ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით მამისეიშვილი

დავით მამისეიშვილი

დავით მამისეიშვილი

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 24 აგვისტოს ქ. ქუთაისში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო ექსპერიმენტალური სკოლა-გიმნაზია.

2000 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2001 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N12131 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამომძიებლად.

2005 წლის მაისიდან ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში გამომძიებლად.

2005-2007 წლებში მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

2008-2009 წლებში იყო ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, ამასთან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა შუახევის რაიონულ სასამართლოში.

2009-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009-2012 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2016 წლის ივლისიდან სექტემბრამდე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლის აგვისტოდან დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2016-2021 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2024 წლის 10 ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.