ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით მაკარაძე

დავით მაკარაძე

დავით მაკარაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 29 სექტემბერს ქ. გარდაბანში.

განათლება

2007 წელს დაამთავრა კრწანისის საჯარო სკოლა.

2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2014  წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.

გავლილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ეფექტური კომუნიკაციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსები.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

გავლილი აქვს სტაჟირებები საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურში.

2012-2017 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი.

2014-2016 წლებში იყო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ლექტორი.

2017-2019 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

2020-2021 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

2021 წლის ივნისიდან არის გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.