პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 17 აგვისტოს ქ. ბორჯომში.
განათლება
2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით.
2005-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასპირანტურაში.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2004-2010 წლებში მუშაობდა ადვოკატად.
2010-2013 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში იყო საქართველოს შს სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი.
2015 წლის მაისიდან აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.