პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 7 მარტს ქ. ხაშურში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის N 4 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
2000-2007 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ შს განყოფილებაში უფროს გამომძიებლად.
2007-2009 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2009-2010 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
2010-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალკის რაიონულ სასამართლოში.
2011 წელს დაკისრებული ჰქონდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
2011-2012 წლებში დაკისრებული ჰქონდა მესტიის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
2012-2016 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში.
2016-2017 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2017-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში.
2019 წლის დეკემბრიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.