პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 10 ოქტომბერს. ქ. მაიაკოვსკში (ბაღდათი).
განათლება
1998 წელს დაამთავრა ქ. გორის №9 საშუალო სკოლის ჰუმანიტარული ლიცეუმი.
2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2010 -2011 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
სამუშაო გამოცდილება
2002-2003 წლებში გაიარა საწარმოო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად, თანაშემწედ, ბოლოს მთავარ სპეციალისტად.
2005 -2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად, შემდეგ სპეციალისტად.
2006 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2009 წლებში მუშაობდა რუსთავის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად.
2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორად.
2011-2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2017 წლებში იმავდროულად მივლინებული იყო ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ.
2017-2019 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში და ამავე რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის ივნისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის ივნისიდან ივლისამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2019 წლის ივლისიდან 2022 წლის ნოემბრამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა ამავე სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
2024 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.