ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით აკობიძე

დავით აკობიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 20 თებერვალს ქ. ხონში

განათლება

2007 წელს დაამთავრა ქ. ხონის N1 სკოლა-ლიცეუმი

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2013 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა

2013 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა

2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით

2014 წელს გაიარა ტრენინგი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში და დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას ადვოკატთა როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ

2015 წელს გაიარა ტრენინგი ფულადი ვალდებულებების შესრულების პრობლემურ საკითხებზე

2019 წელს წარმატებით გაიარა 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი და გადაეცა მედიატორის სერტიფიკატი

2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

2020 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის პროფესიული განვითარების კურსი - „აქტიური მოსმენის უნარები მედიაციაში“

2021 წელს გაიარა USAID/PROLoG-ს სემინარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების თაობაზე და ტრენინგი "ბავშვის უფლებათა კოდექსი"

 

სამუშაო გამოცდილება

2010-2011 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში, იყო ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწე

2011-2012 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში

2012 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის რეფერენტი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის რეფერენტი

2013-2014 წლებში იყო მოწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2014-2015 წლებში იყო ადვოკატი - „ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიუროში“

2015-2023 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი

2017-2018 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი

2018-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი

2019-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი

2019-2021 წელბში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიატორი

2021-2023 წლებში იყო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრი

2023 წელს იყო სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე