საერთო სასამართლოების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტები „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
შენიშვნები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: council@hcoj.gov.ge