პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1989 წლის 17 იანვარს ქ. ხაშურში
განათლება
2006 წელს დაამთავრა აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის ისტ ფორსაისის უმაღლესი სკოლა
2008 წელს გაიარა სასწავლო კურსი ამერიკული ინსტიტუტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სწავლებაზე ჩეხეთში (პრაღა)
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2010 წელს გაიარა სასწავლო კურსი "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები" გერმანიაში (ფრანკფურტი)
2010 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით
2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა
2019 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა
2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში
2019 წელს გაიარა სასამართლო მედიატორთა სასერთიფიკატო პროგრამა
2020-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
დამატებითი ინფორმაცია
2010-2011 წლებში იყო სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სპეციალისტი
2011-2012 წლებში იყო სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევათა დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
2013 წელს იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი
2014 წელს იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
2015 წელს იყო ააიპ ,,აგროსერვის ცენტრის'' სახელმწიფი შესყიდვების კოორდინატორი
2015-2019 წლებში იყო შპს ,,გორგიას'' მთავარი იურისტი
2019-2022 წლებში იყო შპს ,,გორგიას'' აჭარის იურიდიული სამსახურის უფროსი
2022 წლის მარტიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე