ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გოჩა ჯეირანაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს ქ. ახალციხეში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის N 5 საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება

2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.

2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად.

2005-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.

2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.

2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2010-2018 წლებში იყო ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2018-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2020-2021 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021-2024 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2024 წლის 18 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.