პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 1 მარტს შუახევის რაიონის სოფელ კვახიძეებში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის შ. რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1994-1997 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ შსს შტაბის დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელად.
1997-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ შსს შტაბის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის მოადგილედ.
1999-2003 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ შსს საგამოძიებო დეპარატამენტის საკონტროლო-მეთოდური ქვეგანყოფილების გამომძიებლად.
2003-2009 წლებში იყო შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2004-2011 წელბში მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ.
2009 წელს იყო წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2011-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2012 წელს თებერვლიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო და ვანის რაიონულ სასამართლოებში.
2012-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე.
2013-2020 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის ივლისიდან არის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.