პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 27 თებერვალს ქ. ქუთაისში.
განათლება
1987 წელს დაამთავრა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2013-2014 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.
1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს უფროსი.
1999 წლიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი.
2002-2004 წლებში ახორციელებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის უფლებამოსილებას.
2016-2024 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2024 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.