პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს ქ. სამტრედიაში
განათლება
1990 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ საჯავახოს საშუალო სკოლა
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები
2009 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა
2014 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში
სამუშაო გამოცდილება
1999-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებლად
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად
2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ
2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად
2009-2010 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
2010-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე
2012 წლიდან არის ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი
2012 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
2012 წლის ოქტომბრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
2013-2017 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2017-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე
2020-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე
2021-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2022 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი