გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე "დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით."
სასამართლოს შემადგენლობაში 8 მოსამართლეა, აქედან სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში-4, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში-4 და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში-1 მოსამართლეა. მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტში.
მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
გორის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 39 საშტატო ერთეულით.