პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 23 აპრილს კასპის რაიონის სოფ. ლამისყანაში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა სოფ. ლამისყანის საშუალო სკოლა.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საერთო ტესტირება.
ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
1999-2001 წლებშიი მუშაობდა შპს "სიმართლეში" ადვოკატად.
2001-2003 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა "საქართველოს იურისტთა ასოციაცია-XXI"-ში ადვოკატად.
2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის კასპის ბიუროში ადვოკატად.
2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.
2006-2007 წლებში იყო გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.
2007-2012 წლებშ იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2010-2012 წლებში მივლინებული იყო თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2012-2015 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2014-2015 წლებში მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2015-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.