პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 6 ნოემბერს ქ. სენაკში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქ. სენაკის N 4 საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2007 წელს ჩააბარა სსიპ საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005–2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე.
2007–2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს თანაშემწე.
2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.
2018 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.