ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი შავლიაშვილი

გიორგი შავლიაშვილი

გიორგი შავლიაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 11 აგვისტოს ქ. ყვარელში

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2002 წელს ჩააბარა მოსამართლეთა შესარჩევი საკვალიფიკაციო გამოცდა

2017-2018 წლებში გაიარა ამერიკული სამართლის სკოლისა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ერთობლივი პროგრამა ბიზნეს სამართალში

გაიარა გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის სპეციალური კურსი ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ, მიენიჭა ტრენერის კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება

1994-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე

2005 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ

2005 წლის ივლისში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ და დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

2006 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ

2006 წლის თებერვალში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად

2011 წლის ივლისში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად

2010 წლიდან არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

2010-2011 წლებში იყო ევროკავშირის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი

2015 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი

2015-2016 წლებში იყო გ.თავართქილაძის სასაწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

2010 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

2019-2020 წლებში იყო სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე