ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი ქაშაკაშვილი

გიორგი ქაშაკაშვილი

გიორგი ქაშაკაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 9 ივლისს ქ. ქუთაისში.

განათლება

1998 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის სოფელ ლისის საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003-2005 წლებში მუშაობდა შპს "აუდიტ ესპქერტის" იურისტად.

2005-2006 წლებში მუშაობდა შპს "საქართველოს იურიდიული და ეკონომიკური მომსახურების ცენტრის" ადვოკატად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნად.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2009-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2013-2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.