პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს თბილისში
განათლება
1999 წელს დაამთავრა თბილისის იპოკრატე შევარდნაძის სახელობის მრავალდარგობრივი ლიცეუმი
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად
2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად
2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად
2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2015-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი
2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2020 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე