ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი მიროტაძე

გიორგი მიროტაძე

გიორგი მიროტაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 6 იანვარს ქ. ჭიათურაში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 16 საშუალო სკოლა.

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის სასკოლათაშორისო სასწავლო საწარმოო კომბინატი (კომპიუტერული სკოლა) ოპერატორ-პროგრამისტის კვალიფიკაციით.

1992 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 104 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2000 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით).

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

 

სამუშაო გამოცდილება

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო განყოფილებაში.

1999-2000 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავში არასახელმწიფო მრავალპროფილიანი სკოლა „რეცას“ სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებლად.

2000-2005 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005 წლის აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობდა სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ რეაბილიტაციის და გაკოტრების მმართველის თანაშემწედ იურიდიულ საკითხებში.

2005-2006 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის და შემდეგ სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

2007-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი.

2012-2013 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2013 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში უფროს კონსულტანტად.

2013 წლის ნოემბერში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2013-2015 წლებში იყო სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2016-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.