ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი მთიულიშვილი

გიორგი მთიულიშვილი

გიორგი მთიულიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 10 იანვარს, ქ. ახმეტაში

განათლება

2005 წელს დაამთავრა ახმეტის რაიონის სოფ. მატნის 2 საჯარო სკოლა

2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე

2020 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

2010-2012 წლებში მონაწილეობდა იმიტირებულ საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში გერმანიაში (ფრანკფურტი), ლიეტუვაში (ვილნიუსი), აშშ-სა (მალიბუ) და ბულგარეთში (სოფია)

2009-2020 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის 2008 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი სისხლის სამართლში

2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2010 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმე პალატაში

2010 წლის მარტიდან 2011 წლის თებერვლამდე იყო სპეციალისტი (სამართლის კლინიკის კოორდინატორი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის თებერვლამდე იყო სპეციალისტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში

2011-2015 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი  პატრული, უფროსი პატრული, სამმართველოს იურისტი, დეპარტამენტის იურისტი და იურიდიული სამსახურის უფროსი

2015-2018 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველი

2018-2020 წლებში იყო  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი კონსულტანტი

2020 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მწერალი თანაშემწე

2012-2020 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი

2020 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული ლექტორი

2022 წლის მარტიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე