პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 29 აგვისტოს.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის დ. ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
2000-2003 წლებში იყო ი/ს ,,მაია კობაიძე" საადვოკატო ბიუროს ადვოკატი.
2003-2004 წლებში იყო ,,ადვოკატთა კავშირი XXI-ის" ადვოკატი.
2004-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებების, პატიმართა კანონიერი ინტერესების, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის დაცვის ასოციაცია ,,ფარის" ადვოკატი.
2005-2006 წლებში იყო ამხანაგობა საადვოკატო ბიურო ,,დიკეს" ადვოკატი.
2006 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი.
2006-2007 წლებში იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2018-2020 წლებში იყო ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტის" იურისტი.
2021-2023 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის მუნიციპალიტეტში და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2023-2024 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
2024 წლის 11 ოქტომბრიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში.