პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 6 ოქტომბერს ქ. ახალციხეში
განათლება
2004 წელს დაამთავრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლა
2008 წელს დაამთავრა სსიპ ახალციხის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2010 წელს დაამთავრა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურა
2018-2019 წლებში გაიარა შემდეგი ტრენინგები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში: ოჯახში ძალადობა და ოჯახური დანაშაული; სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები; ფულის გათეთრება და ნარკოტიკული დანაშაული; ოჯახში ძალადობა
2019 წელს გაიარა ტრენინგი - იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტი „კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში
სამუშაო გამოცდილება
2009-2016 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე
2016-2018 წლებში იყო გამომძიებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში
2018-2023 წლებში იყო უფროსი გამომძიებელი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
2024 წლის დეკემბრიდან არის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე