ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი გოგიჩაშვილი

გიორგი გოგიჩაშვილი

გიორგი გოგიჩაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 19 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა თბილისის N 7 საშუალო სკოლა.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა საერთო სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2012 წლებში იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში.

2009 წელს მაისიდან ივლისამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლის ივლისიდან სექტემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

2009 წელს სექტემბრიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2009 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის იანვრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.

2012 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.

2012-2016 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.