ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი გოგინაშვილი

გიორგი გოგინაშვილი

გიორგი გოგინაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 16 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით).

სამუშაო გამოცდილება

1998-1999 წლებში მუშაობდა მიწის მართვის დეპარტამენტის ქურთის თემის სამმართველოში იურისტად.

1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021-2022 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.