ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი გოგიაშვილი

გიორგი გოგიაშვილი

გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წელს ქ. კასპში.

განათლება

1994-1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კონსტიტუციური სამართლის განხრით.

1999 წელს გაიარა სტაჟირება ცენტრალური ევროპის უნივერისტეტში (ქ. ბუდაპეშტი) შედარებით კონსტიტუციურ სამართალსა და შედარებითი ადმინისტრაციულ სამართალში.

2002-2003 წლებში იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი (ქ. თბილისი/ქ. სტრასბურგი).

სამუშაო გამოცდილება

2001-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2004-2005 წლებში იყო ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის - „EUJUST-THEMIS“ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კონცეფციის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი.

2005-2010 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2006-2016 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი.

2016-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს დ. აღმაშენებლის სახელობის უნივესიტეტებში.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მათ შორის ოთხი მონოგრაფია: „შედარებითი ფედერალიზმი“ (2000 წ.); „შედარებითი კონსტიტუციური სამართალი“ (2014 წ.); „სამოსამართლო სამართალი“ (2014 წ.); „კონსტიტუციური სამართალი“ (ა. დემეტრაშვილთან თანაავტორობით, 2016 წ.).

არის უნგრეთის შედარებითი სამართლის აკადემიის წევრი.

2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე