პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 16 ოქტომბერს ქ. ხაშურში.
განათლება
1999 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის N 4 საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა.
2018-2019 წლებში გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში (ევროკავშირი საქართველოსთვის).
2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2009 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი.
2009-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2010-2020 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი/ მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2021-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2023 წლის აპრილიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.