პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს გურჯაანის რაიონში.
განათლება
1997 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
2003-2005 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის და შემდგომ სხდომის მდივნის თანამდებობებზე.
2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
2012-2013 წლებში იყო სამტრედიის რაინული სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.