პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს.
განათლება
1998 წელს დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტი ,,აღმაშენებელი" იურიდიული განხრით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.
2018-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
სამუშაო გამოცდილება
1999-2002 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2002-2004 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების უფროსი.
2005 წელს იყო იურიდიული საკონსულტაციო კავშირი "ვექილის" თავმჯდომარე.
2005-2013 წლებში იყო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2013 წელს იყო მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.
2013-2016 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი.
2016-2018 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი.
2018-2019 წლებში იყო თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი.
2020-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2022-3024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2024 წლის 27 ივნისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.