პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1970 წლის 3 ივლისს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში.
განათლება
1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერის საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2010-2011 წლებში ლექციების კურსს კითხულობდა ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის შს რაიგანყოფილებაში.
2004-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის ადვოკატურაში - ადვოკატად.
2005-2006 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №8 დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის უფროს ინსპექტორად.
2006-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2008-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2009-2016 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
2016-2019 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2018-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2021 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
მინიჭებული აქვს პოლიციის ლეიტენანტის წოდება.