პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1970 წლის 3 ივლისს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში.
განათლება
1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერის საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2010-2011 წლებში ლექციების კურსს კითხულობდა ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის შს რაიგანყოფილებაში.
2004-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის ადვოკატურაში - ადვოკატად.
2005-2006 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №8 დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის უფროს ინსპექტორად.
2006-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2008-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2009-2016 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
2016-2019 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2018-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2021 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
მინიჭებული აქვს პოლიციის ლეიტენანტის წოდება.