პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 7 იანვარს ქ. ქუთაისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის N 3 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი.
2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო კურსი და გამოცდა.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1998-1999 წლებში იყო საქმისმწარმოებელი ქუთაისის სასამართლოში.
1999-2002 წლებში იყო კანცელარიის მთავარი სპეციალისტი ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
2002-2005 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
2005-2018 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2018-2019 წლებში იყო მწერალი თანაშემწე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2020 წლის დეკემბრიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.