პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 22 მარტს ქ. სიღნაღში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა ქ. სიღნაღის საშუალო სკოლა.
1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
1995-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.
2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2002-2004 წლებში იყო საქარტველოს ტრანსპორტის პროკურატურის თბილისის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწე.
2004-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2005 წელს (ივნისიდან სექტემბრამდე) მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლად.
2005-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამომძიებლად.
2011 წელს სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2012 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.