პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 8 მარტს ქ. თბილისში.
განათლება
1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 125 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2002 წელს დაამთავრა სამოსამართლო სწავლების ცენტრის პროგარამით გათვალისწინებული მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი.
2003 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2000 წელს მუშაობდა საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის სპეცალისტად საზოგადოებრივ საწყისებზე.
2001 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივნად.
2005-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2009 წლიდან დღემდე მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულ სპეციალისტად.
2013 წლის ნოემბრიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2016 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.